Sunday, June 16, 2019

სოციალური პროექტი: ,,დედამიწა ითხოვს შველას" რეფლექსია


        სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის
მასწავლებელ  ნინო გოგიაშვილის
                      სოციალური პროექტი ,,დედამიწა ითხოვს შველას“  რეფლექსია
       

    დაბინძურებულმა  გარემომ  გადამაწყვეტინა   ჩემს  აღსაზრდელებში  ჩამენერგა   ბუნებისადმი  სიყვარული და  გამომემუშავებინა  მათთვის სხვადასხვაა  აქტივობების  გამოყენებით  ბუნებაზე  ზრუნვის  უნარ - ჩვევა გადავწყვიტე მე-IV კლასში ჩამეტარებინა   სოციალური   პროექტი ,,დედამიწა   ჩემი  სახლია“ პირველ ეტაპზე მოვიძიეთ ინფორმაცია ისტის გამოყენებით ვაჩვენე  ვიდეო „დედამიწას უჭირს“ ნანახმა  ბავშვებში  დიდი  ინტერესი გამოიწვია,  გადაწყვიტეს შეესწავლათ ის გარემო სადაც  ყოველდღიურად ჰქონდათ  შეხება.   გამოიკვეთა  პრობლემა გარემო  იყო  ძალიან  დაბინძურებული.  შევადგინეთ  სამუშაო  გეგმა .შევხვდით  მშობლებს, გავაცანით  ჩვენი  პროექტის მიზანი, შევთავაზეთ   მათაც  მიეღოთ  მონაწილეობა  პროექტის  განხორციელებაში, რაზეც  დიდი სიხარულით  დაგვთანხმდნენ. შეხვედრამდე ჩავატარეთ მოსამზადებელი სამუშაოები და განვახორციელეთ ისეთი აქტივობები,რომლებმაც ხელიშეუწყო ბავშვების მოტივაციის ამაღლებას.პროექტი სამი კვირა გაგრძელდამიმაჩნია,რომ პროექტის ვადარეალისტური იყო. პირველი კვირას მოვაწყვე ინფორმაციის მოძიება და გააზრება პირველ  რიგში  ჩავატარეთ  კვლევა   თუ როგორ  უფრთხილდებოდნენ ჩვენი  თანატოლები გარემოს  სისუფთავეს.  ერთმა  ჯგუფმა მოსწავლეებს დაურიგა შეფუთული კანფეტები. მეორე ჯგუფი კი ახდენდა დაკვირვებას. გამიკვეთა, რომ ჩვენი  თანატოლები  უნებლიეთ  აბინძურებდნენ გარემოს. დავბეჭდეთ  ბუკლეტები „ არ  დავანაგვიანოთ  გარემო“  დავარიგეთ  სკოლის  მოსწავლეებში და  თემში.      
     შექმნეს კედლის გაზეთი.ირველი კვირისმუშაობამ გაააქტიურა მათი მოტივაცია გამოწვევისფაზაში. ამ ეტაპზე იყო დამოკიდებული პროექტის შემდეგიეფექტურობის გაზრდა.მეორე კვირას   დავინტერესდით  თუ სად  ყრიდნენ სოფლის  მაცხოვრებლები   ნაგავს.  ეს  ინტერესი გამოიწვია  იმ  ფაქტმა რომ  სოფელში  არის  უბნები სადაც არ დგას  ნაგვის  ურნები. შევხვდი სოფლის მოსახლეობას, რომლებისთვისაც  მართლაც პრობლემა იყო ეს საკითხი. ამავე კვირას  ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოსწავლეები შეხვდნენ სოფლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ მაია მახათაძეს, რომელსაც ესაუბრნენ აღნიშნულ პრობლემაზე. ქალბატონი მაია მოსწავლეებს დაპირდა ამ პრობლემის მოგვარებას.   
მესამე კვირას დავასუფთავეთ სკოლის მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ ახლო მდებარე მდინარის ნაპირები, პოლიეთილენის  პარკებისაგან და ბოთლებისგან გავასუფთავეთ, თვალსაჩინო ადგილას გავაკარით ბანერი „არ დავანაგვიანოთ გარემო“
 მესამე კვირა ძირითადად იყო  ინფორმაციის თავმოყრის და გააზრების ფაზა. მესამე კვირის შემაჯამებელ დღეს მოვახდინეთ პროექტის შეჯამება. ბავშვებთან ჩავატარე ზეპირი გამოკითხვა, დავაკვირდი  რამდენად მიხვდნენ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს აუცილებლობას.     

პროექტის მოკლევადიანმა და გრძელვადიანმა მიზნებმა მიმიყვანა საბოლოოშედეგამდე. 1)შედგა მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.  2) ბავშვებმა სოციუმში შეხვედრის შედეგად გამოეკვეთათ პრობლემა. 3) საკუთარი ინიციატივითა და მშობლების დახმარებით დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია.                  4.                         ბუნებრივია,რომ პროექტის განხორციელებისას შეიძლებოდა წამოჭრილიყო რისკები და შესაძლო  ხარვეზები,მიტომ მათი თავიდან აცილების გზები გათვალისწინებული მქონდა ნაწილობრივ,მაგალითად როგორიცაა მოსწავლეების გაცდენა პროექტის მსვლელობისას ავადმყოფობის ან უამინდობის გამო . მოსწავლეების რესპოდენტებთან წაყვანა ინტერვიუს ჩასაწერად რისკების შემცირების მიზნით ვანდე საკუთარ მშობლებს .რაც შეეხება ხარჯებს, რომელიც დაჭირდა პროექტს ავიღე საკუთარ თავზე, რამდენიმე აქტივობა შესაძლებელი იყო ჩამეტარებინა სკოლის გარეთ და ამ დღეს შესაძლო ცუდი ამინდი, .  მოსწავლეებს, რომ არ გასჭირვებოდათ პროექტში ჩართვა, გამომდინარე მათი ასაკისა,, ხშირად  ვაძლევდი მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს. ეს შეკითხვები შემოიფარგლებოდა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვებით უნდა აღინიშნოს, რომ შედეგებმა და ინდიკატორებმა ცხადყო, რომ მოსწავლეთა უმრავლესობამ დაძლია პროექტზე მუშაობა. პროექტის მსვლელობისას აქტიურად ვეწეოდი მონიტორინგს. შევადგინე თვითშეფასების მარტივი კითხვარი მოსწავლეებისთვის. 1) რა მოგცათ პროექტმა? 2) მუშაობის დროს ჯგუფის წევრებს შორის, როგორი დამოკიდებულება იყო? 3) ხართ თუ არა კმაყოფილი მშობლებთან შეხვედრით? სამივე კითხვაზე ყველა მოსწავლეს თვითშეფასების დადებითი პასუხი ჰქონდათ. პროექტის გრძელვადიანი მიზანიც ეს იყო. მათ იციან, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გაუფრთხილდნენ საკუთარ ბუნებას. პროექტზე მუშაობის დროს ისინი ერთმანეთს სასარგებლო რჩევებს აძლევდნენ, რაც შეეხება სოფლის გამგებლის მოადგილესთან შეხვედრით პატარები უზომოდ კმაყოფილები დარჩნენ. ვთვლი, რომ ეს მათთვის ერთ-ერთი მოტივატორიც იყო.
შეფასება მოხდა შემდეგი კრიტერიუმებით:
1. მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი, რომელიც მე შევაფასე( საშუალოდ).
 2. აღნიშნული საკითხის ცოდნა-შეფასება (კარგი).
3. პროექტის შედეგად შექმნილი რესურსი (კედლის გაზეთი) -შეფასება (კარგი).

პროექტის მონიტორინგი
1. მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
პროექტით განსაზღვრული ყველა მიზანი მიღწეულია. მოხდა მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. პატარებს მივაწოდეთ სხვადასხვა ინფორმაცია ჯანმრთელობის დასაცავად.
2. რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა გეგმის მიხედვით განხორციელდა.
3. რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა თემში გასვლა, სოფლის პრობლემის გადაჭრაში თავიანთი წვლილის შეტანა.  4 .რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
პროექტის შედეგად ბავშვები დარწმუნდნენ, რომ თავიანთ დაიძინონ, დაიცვან დღის რეჟიმი, მოუარონ ბუნებას  ნამდვილად ჭირდება შველა ისინი მუდმივად უნდა ზრუნავდნენ გარემოზე და სხვებსაც უთითებდნენ საჭიროების შემთხვევაში. პატარებმა გამოიმუშავეს დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები.

5.  რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, რათა ყველა მოსწავლე თანაბრად იყოს ჩართული პროექტში.
მოახდინონ ცოდნის კონსტრუირება და გამოიმუშაონ მეტი კრიტიკული აზროვნების უნარი.
6. მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და ან  მოდიფიცირება და რატომ?
გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდა, მსვლელობისას რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება არ მომხდარა,
7 რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?
1)  უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ, რომ ადამიანური რესურსი გამოვიყენო მოსწავლეთა სასარგებლოდ. კლასში განვახორციელებ მშობელთა მეტ ჩართულობას.
2) მეთოდები: თვითშეფასება და რეფლექსია და ჯგუფებზე დაკვირვება მეტი აქტიურობით წარიმართოს, რათა მოსწავლეებმა შეძლონ მიზნის მისაღწევად არჩეული სტრატეგიების ეფექტურად წარმართვა და თავიანთი მუშაობის პროცესის მონიტორინგის პარალელურად გააკეთონ სწორი და გაბედული  დასკვნები.
                                                                                                                   
                                                                                                                  ნ.  გოგიაშვილი
                                                                                                                 14. 06.  2019 .