Sunday, June 16, 2019

სოციალური პროექტი: ,,დედამიწა ითხოვს შველას" გეგმა


                    ოციალური პროექტის გეგმა

სოციალური თემის ავტორი

სახელი გვარი
ნინო გოგიაშვილი
რაიონი
იმერეთი
სკოლა ქალაქი
სოფ.კვალითის საჯარო სკოლა
ქალაქი
ზესტაფონი
თემის მონახაზი

თემის აქტუალობა
,,დედამიწა  ითხოვს შველას’’
თემის შინაარსი

ეს საკითხი   უმნიშვნელოვანესია  მთელი   მსოფლიოს  გლობალურ  პრობლემას   წარმოადგენს    მეტად მნიშვნელოვანია და ის არასოდეს კარგავს თავის აქტუალობას,   ვინაიდან და  რადგანაც  ოცდამეერთე  საუკუნე თვით  პრობლემას   წარმოადგენს   ეკოლოგიის  მხრივ.
საგანი
ბუნება
დონე/კლასი
დაწყებითი საფეხური IVკლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
3 კვირა2019წლის 27.05-დან 2019 წლის 12.06.2019 წლის ჩათვლით.
თემის საფუძვლები

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ბუნ.Ш.9.მოსწავლეს შეუძლია ჯგუფში უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა.
 პირადი, ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა.
ბუნ.III.10.მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
  თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობს გარემოსდაცვითი ქცევის წესების შემუშავებაში.
     იკვლევს ლოკალურ გარემოს და აღწერს მისთვის ადვილად  დაკვირვებად  დროის  პერიოდში ადამიანის  ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებს.
განასხვავებს გარემოსათვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს.
  
თემის მიზანი
მოსწავლეები ადგენენ  დამიანის ზემოქმედების  შედეგად  გარემოზე  გამოწვეულ  ცვლილებებს. სასარგებლო და  საზიანო  ქმედებებზე.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები წაიკითხავენ სხვადასხვა ავტორის წიგნებს ,ბროშურებს,ენციკლოპედიას;
ამოიღებენ ფაქტობრივ და საჭირო  მასალას და შეიმეცნებენ ;
გააკეთებენ წაკითხული ტექსტების ანალიზს;
გამოიმუშავებენ დროის მონიტორინგისა და მიზნობრივად გამოყენების უნარებს;
 ითანამშრომლებენ ჯგუფში და მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებებს.
 პროექტი მდგრადია,ვინაიდან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგ. არის პრობლემა,რომლის შესახებაც მუდმივად უნდა ხდებოდეს საზოგადოების ინფორმირება. მშობლებიც მუდამ უნდა ცდილობდნენ თავიანთ შვილებს ჩაუნერგონ ბუნებისადმი  სიყვარული  და მისი   მნიშვნელობა.
   ამიტომ პროექტის ფარგლებში,მოხდება შესაბამისი ინფორმაციის მოძიება/გაანალიზება ისტ ტექნოლოგიების დახმარებით,ბიბლიოთეკაში სხ/სხ წიგნების და ბროშურების გაცნობა,  გასვლა   სოციუმში,  თემში   და მათი  თვალით  დანახული  პრობლემის  მოსმენა (უბნებში  ნაგვის  ურნების  განთავსების  პრობლემა,  ახლომდებარე   ნაკადულების  დაბინძურება და მისი  ზემოქმედება   ჯანმრთელობაზე. 
თემის შინაარსი აქტივობები:
სოციალურ პროექტის განხოეციელების პროცესში ვიყენებ ელექტრონულ ფოსტას facebuki ის  საშუალებით სკოლის გარეთ ურთიერთობებისთვის, რათა მშობლებს გავუგზავნო ინტერნეტით მოძიებული მასალები.
პირველი ეტაპი: მოსწავლეებთან ერთად განვიხილავთ ინტერნეტით მოძიებულ მასალებს და ვგეგმავთ გამოკითხვას თემში ეკოლოგიურად  რა  პრობლემის  წინაშე დგას  მოსახლეობა.
    მეორე ეტაპი:შევხვდებით სოფლის  გამგებელს და ვისაუბრებთ ეკოლოგიურ   პრობლემაზე.
   მესამე ეტაპი : რუს  მიმდინარე    ტერიტორიის დასუფთავება.                                             მეოთხე ეტაპი: ინფორმაციის საჯარო პრეზენტაცია სკოლაში.
მონიტორინგი და შეფასება:
 ყოველი კვირის მასწავლებელი შეამოწმებს მოსწავლის მიერ მოძიებულ ინფორმაციას დაახარისხებს ასაკთან მიმარტებასი და გასცემს ინსტრუქციას საქმიანობის შემდეგ წარმართვისთვის.
   პროექტის ბოლოს აფასებს ყველა მონაწილე მოსწავლეს.
რისკები შესაძლო ხარვეძები:
უარი გამოკითხვის დროს
 ტექნიკური პრობლემები(ინტერნეტკავშირის შეწყვეტა,
ენერგიის გათიშვა).
 რუს  დასუფთავების  დღეს  უამინდობა  და  პროექტის  ვადების  კორექტირება.



No comments:

Post a Comment